მთავარიკუბიდონალდ ტრამპი Twitter-ზე დაბრუნდა

დონალდ ტრამპი Twitter-ზე დაბრუნდა

ტვიტერის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგენილია.

„ხალხმა აზრი გამოთქვა“, – დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე ილონ მასკმა და აღნიშნა, რომ გამოკითხვაში მომხმარებლების 51,8%-მა, რაც დაახლოებით 15 მილიონი ანგარიშია, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენას დაუჭირა მხარი, 48,2% კი წინააღდეგ წავიდა.

 

დონალდ ტრამპის ანგარიში უკვე აღდგენილია, თუმცა მისი ბოლო პოსტი 2021 წლის იანვრით თარიღდება. მას ჯერ ტვიტერზე არაფერი დაუწერია და შესაძლოა, რომ არ დაწეროს კიდეც, რადგან მანამდე ის ამბობდა, რომ ამისათვის მიზეზს ვერ ხედავს და აპირებს, რომ გააძლიეროს მის მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი „თრუ სოუშალ“.

ილონ მასკი ტვიტერის ახალი ხელმძღვანელი ოქტომბერში გახდა, მას შემდეგ, რაც პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. შეძენის პირველივე დღიდან კომპანიაში რადიკალური რეფორმები დაიწყო.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტვიტერის ხელმძღვანელობამ 8 ათასამდე თანამშრომელს ელექტრონული წერილით აცნობა, რომ კომპანიაში, სოციალური ქსელის განვითარებისთვის თანამშრომლების შემცირება დაიწყებოდა.

იმ თანამშრომლებმა, რომლებიც არ მიიღეს გათავისუფლების წერილი, მიიღეს სხვა გზავნილი, რომლის მიხედვითაც მათ უნდა იმუშაონ დამატებითი დროით, თუ არ სურთ რომ გაიზიარონ გათავისუფლებული კოლეგების ბედი. ამის გამო ბევრი თანამშრომელი თვითონ ტოვებს თანამდებობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend