სოციალური მეწარმეობა

სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი და სოციალური საწარმო ,,ტენეს” დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი

სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა – ეს იყო მთავარი მიზანი სოციალური მეწარმეობის ფორუმისა, რომელიც 17 ნოემბერს, თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით წელს მეთერთმეტედ გაიმართა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საქმიანი კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. ღონისძიებაზე წლის საუკეთესო სოციალური საწარმოც გამოავლინეს. ჯილდო სოციალურ საწარმო “ტენეს” გადაეცა.

“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ამ თემაზე სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა და სოციალური საწარმო ,,ტენეს” დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა ისაუბრეს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend