მთავარიევროპაუკრაინამტრის შეიარაღება უკრაინულ არმიაში

მტრის შეიარაღება უკრაინულ არმიაში

ხარკივის რეგიონის ერთ სოფელში ომამდე ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ინტერვენციისას კი ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები რუსი ოკუპანტების მიერ უმოწყალოდ იბომბებოდა. დასახლება ახლა თითქმის ცარიელია.

რუსული არმია განაგრძობს რეგიონის სხვადასხვა კალიბრის არტილერიით და ს 300 ტიპის რაკეტებით დაბომბვას. განადგურებული რუსული სამხედრო შეიარაღება გზებზე ბევრია.

უკრაინულმა არმიამ,  ბევრი დაუზიანებელი შეიარაღებაც ჩაიგდო ხელში, ამ სამხედრო ტექნიკას კი უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს წინააღმდეგ იყენებენ.

„მტერი ხანდახან შესვენებას ცდილობს, მაგრამ ჩვენი არტილერია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ჩვენ საჰაერო სადაზვერვო ძალები გვყავს და მტერი, როდესაც არტილერიით ცეცხლს ხსნის ჩვენ ზუსტად ვადგენთ თუ სად არიან ისინი და ვანადგურებთ“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ლევი.

უკრაინულ არმიას საკმარისი ინფორმაცია აქვს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსული დამატებითი რუსული სამხედრო შენაერთების შესახებაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend