მთავარიამერიკააშშკოლორადოს ეკლესიაში კლუბში სროლის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

კოლორადოს ეკლესიაში კლუბში სროლის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

შაბათს ღამით, დაახლოებით 12 საათზე, 22 წლის შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ გეი კლუბში შევიდა და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

კოლორადოს ერთ-ერთ ეკლესიაში ლგბტქ+ თემისა და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ. მათ იმ გარდაცვლილების ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც შაბათს კოლორადოში, ერთ-ერთ კლუბში,  სროლის შედეგად დაიღუპნენ.

„ჩვენ ვერ დავთმობთ. ეს ბრძოლა, ჩემი ცხოვრების 40 წელია გრძელდება “.

„მე გიყურებთ ახლა, აქ და გხედავთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც გაიზარდნენ კლუბ Q-სთან ერთად. რომლებიც შეცვალა ამ ღამის კლუბმა. რომლებსაც კლუბი მეგობრების შეძენაში დაეხმარა. რომლებიც ღამის კლუბში შესვლამდე ფიქრობდნენ რომ უცნაურები, უჩვეულონი იყვნენ და იქ იპოვეს საკუთარი თავი.და წუხელ…. წუხელ ერთი კაცი შემოვიდა ჩვენს სახლში და მოკლა ჩვენი ოჯახს 5 წევრი. სასტიკად და საშინლად…“

„ბევრჯერ, როდესაც ვსაუბრობ იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ,  როგორც ლგბტქ+ თემი ვამბობ, რომ „ჩვენ ჩვენი წინაპრების ყველაზე საშინელი ოცნებები ვართ“, რადგან ვცხოვრობთ ისე როგორც გვინდა, ყველანაირი აკრძალვის გარეშე. ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე… და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებენ, არ უნდა მივცეთ უფლება, ზიანი მოგვაყენოს. ჩვენი სიხარულსა და სიყვარულს ვერაფერი შეაფერხებს. ამას არ დავუშვებთ. სიძულვილი ყოველთვის იყო ის, რაც ჩვენ ღირსებასა და სიხარულს გვართმევდა“, – ამბობენ ლგბტქ+ თემის წევრები.

შაბათს ღამით, დაახლოებით 12 საათზე, 22 წლის შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ კლუბში შევიდა და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაიჭრა. დამნაშავე ცეცხლის შეწყვეტას არც აპირებდა, სანამ პოლიციის წარმომადგენლებმა არ დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend