ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ალიკანტეს ოქროს სანაპიროდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ხმელთაშუა ზღვისპირეთის კლიმატის წყალობით შესანაიშნავი ხილი მოდის. ეს ხილი სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით და არაჩვეულებრივი არომატით გამოირჩევა.
მე გამოგზაურებთ ვალენსიის ავტონომიური გაერთიანებიდან ესპანეთის სამხრეთით მდებარე ანდალუსიამდე, რათა რამდენიმე ისეთი ხილის სახეობა გაგაცნოთ, რომლებმაც ესპანეთში აგრარული რევოლუცია მოახდინეს.
ვარდისფერი ბროწეული
ნაკლები ნალექი და უხვი მზე შესანიშნავ პირობებს ქმნის აქ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბროწეულის სახეობის მოსაყვანად. ამ სახეობას Granada Mollar de Elche ჰქვია და მას დაცული ადგილიწარმოშობის დასახელების ბრენდი იცავს.
ეს არის განსაკუთრებული ბროწეული, რომელიც სიტკბოთი და სხვა გემოვნური მახასიათებლებით ბროწეულის ყველა სხვა სახეობისაგან განსხვავდება.
სუსი ბონეტი, კომპანია Cooperativa Cambayas -ის კომერციული დირექტორი:
“ეს ბროწეული თავისი კანისა და მარცვლების ფერით ყველა სხვა დანარჩენისაგან განსხვავდება. მისი კანი ვარდისფერია – ეს ბროწეული არასდროს წითლდება, ხოლო მარცვლები წითელია. მარცვლები ტკბილი და რბილია.“
ეს ბროწეული საუკეთესო ხილის კატეგორიაში შედის.
მოკრეფილი ბროწეული დასაფასოებლად მიაქვთ, სადაც ფრთხილად არჩევენ, აფასოებენ და 4-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ.
აქედან იწყება ბროწეულის გრძელი გზა, რომელიც მთელი ევროპის მაღაზიებსა და ბაზრებამდე მიდის.
ესპანეთი ბროწეულის წამყვანი მწარმოებელია ევროკავშირში, ამ წარმოების 75 პროცენტი კი ელჩეს რეგიონზე მოდის.
ანდალუსია – ტროპიკულრი ხილის სამეფო
ესპანეთს მხოლოდ ეს ეგზოტიკური ხილი არ გააქვს ექსპორტზე. ანდალუსიაში წელიწადში თითქმის 300 დღე მზე ანათებს!
ამ ადგილს ევროპის ტროპიკული ხილის ბაღს უწოდებენ, რადგან აქ შესანიშნავი ტროპიკული კლიმატის წყალობით ხარობს მანგო და ავოკადო, რომლებიც ძალიან გემრიელია…
მანგო მდიდარია ვიტამინებით, ტკბილია და ნაკლები ბოჭკო აქვს, რის გამოც ის ესპანეთში უკვე ადგილობრივ ხილად ითვლება. როგორც ხუან ანტონიო რეიესი, კომპანია Reyes Gutiérrez-ის გენერალური დირექტორი გვიხსნის, ამ ხილს დიდი ხნის ისტორია აქვს.
ანტონიო რეიესი:
„ტროპიკული ხილის მოყვანა აქ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც ძირითადად ავოკადოს მოკიდეხ ხელი, 80-იანებში მანგოს მოყვანაც დაიწყეს. თავადპირველად ორივე ავოკადოც და მანგოც კაანრის კუნძულებზე მოჰყავდათ.“
მანგოს მწარმოებელი სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მწვანე ნაყოფი გააქვთ ექსპორტზე, რათა რამდენიმეკვირიანი გადაზიდვის დროს გზაში დამწიფდეს, ესპანურ მანგოს მოკრეფის შემდეგ 48 საათზე ნაკლები სჭირდება ბაზარზე გასატანად. ესპანურ ხილს ეს უპირატესობაც აქვს.
„ჩემი აზრით, ბაზრის სიახლოვე მთავარი უპირატესობაა,“ – ამბობს ხუან ანტონიო რეიესი. „ის ფაქტი, რომ ბაზართან ასე ახლოს ვართ, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია მანგო სიმწიფის ყველაზე კარგ სტადიაში დაკრიფო და ბაზარს ისეთ დროს მიაწოდო, როდესაც ყველაზე კარგად გაიყიდება. ბუნებრივია, იმ ხილის გატანა ბაზარზე, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში დაიკრიფა, უფრო ნაკლებად აზიანებს გარემოსაც“.
არის კიდევ ერთი ტროპიკული ხილი, რომელმაც ბოლო წლებში სხვებზე მეტად მოახდინა სამზარეულოს რევოლუცია და ძალიან მოდური გახდა: ავოკადის ვგულისხმობ.
ბოჭკოებით, მინერალებითა და ვიტამინებით ძალიან მდიდარი ავოკადო ჯანსაღ ცხიმებსაც შეიცავს, ის ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტის ფუნდამენტური კომპონენეტია. თანაც ავოკადო ძალიან უხდება ნებისმიერ კერძს. ამ თვისებების გამო ავოკადოს დიდი უპირატესობა აქვს.
იმის გამო, რომ ავოკადო მრავალმხრივ სასარგებლო ხილია, იგი სულ უფრო პოპულარული ხდება ესპანეთში – რომელიც ავოკადოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ევროკავშირში და მთელ კონტინენტზეც.
მაგრამ არის კიდევ რაღაც, რასაც შეუძლია, გარკვეულწილად, შეცვალოს საერთო სურათი…
ენრიკე კოლილესი, კომპანია TROPS-ის ხელმძღვანელი:
„კლიმატის ცვლილების გამო წვიმა სულ უფრო იშვიათად მოდის და როცა მოდის – კოკისპირულად. ეს ხელს უშლის ავოკადოს კულტივაციას, რადგან ავოკადო ვერ იწოვს ბევრ წყალს, თუმცა ცოტა მორწყვა ყოველდღიურად სჭირდება. ამიტომ როდესაც წვიმა არ მოდის, ავოკადო ზიანდება“.
ამიტომ სარწყავი სისტემა აუცილებელია, რათა ავოკადო ყოველდღე მოირწყას.
ავტორი: ჩინზია რიცი