მთავარიმსოფლიოCOP27: მდიდარი ქვეყნები დაუცველ და ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

COP27: მდიდარი ქვეყნები დაუცველ და ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

COP27-ის კლიმატის სამიტი დასრულდა. სამიტის მონაწილენი შეთანხმდნენ  ზარალისა და დანაკარგის ანაზღაურების თაობაზე,  თუმცა პროგრესს ვერ მიაღწიეს ემისიების შემცირების  იმ მიზნებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც  გასულ წელს გლაზგოში მსჯელობდნენ.

COP27-ის პრეზიდენტი სამეჰ შუკრი ამბობს, რომ მათ მოისმინეს ქვეყნების წარმომადგენელთა მოსაზრებები და უპასუხეს კიდეც. შარმ-ელ-შეიხში პირველად ჩამოაყალიბეს ფონდი,  რომლის საქმიანობა მიმართულია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალისა და დანაკარგის ასანაზღაურებლად.

მდიდარი ქვეყნები დაუცველ და ღარიბ ქვეყნებს აუნაზღაურებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს. თუმცა სამიტზე არ ყოფილა ახალი დაპირებები წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით. ე.წ. “დაბალი ემისიის ენერგიის“ ზოგად სტრატეგიაში ჩართვამაც ბევრი კითხვა წარმოშვა.

COP26-ის პრეზიდენტს ალოკ შარმას სურდა,  რომ მკაფიო ნაბიჯები გადადგმულიყო. ისინი გაერთიანდნენ სხვადასხვა მხარესთან, რომ შეეთავაზებინათ გარკვეული ზომები.

მეცნიერები ამბობენ, რომ ემისიები პიკს 2025 წლამდე მიაღწევს, თუმცა, ალოკ შარმას თქმით,  ეს საკითხი ამ ტექსტში არაა გათვალისწინებული, არც ნახშირის მოხმარების შემცირებაზეა საუბარი. ენერგიასთან დაკავშირებითაც ბოლო წუთებში შეიცვალა დოკუმენტი.

COP27-ის სამიტის დასრულების შემდეგ კლიმატის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დედამიწა კლიმატის კატასტროფის ზღვარზეა. მათ მიაჩნიათ, რომ  ერთადერთი გამოსავალი სათბური აირების ემისიების შემცირებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend