2023 წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი, ხოლო ექთნის 4 ლარი და 40 თეთრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან კლინიკებსა თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ, ექიმები და ექთნები მინიმალური საათობრივი ანაზღაურებით უზრუნველყონ.
სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად 9 ათასამდე ექიმი მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებს იღებს, ხოლო ექთნების შემთხვევაში ეს რიცხვი 8 ათასზე მეტია.
ახალი წესით კი ექიმი თვეში საშუალოდ 1200 ლარს, ხოლო ექთანი 800 ლარს მიიღებს. იგეგმება, რომ ანაზღაურება წლების განმავლობაში გაიზრდება.