მთავარიამერიკააშშნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

ნენსი პელოსი  ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უძღვებოდა. თუმცა ახლა იგი სპიკერის თანამდებობას ტოვებს, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ეკავა.

82 წლის დემოკრატმა, რომელიც სან-ფრანცისკოს წარმოადგენს, დარბაზში ემოციური სიტყვა წარმოთქვა.

მისი თქმით, ამერიკული დემოკრატია ნამდვილად დიდებულია, თუმცა, ამავე დროს, ფაქიზიც. ბევრი მათგანი თავად დარწმუნდა ამაში 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის დროს.

ნენსი პელოსი აღნიშნავს, რომ დემოკრატიას მუდმივად სჭირდება დაცვა იმ ძალებისგან, რომლებსაც მისი დაზიანება სურთ.

ტაივანში პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. პელოსი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხში.

გასულ კვირას რესპუბლიკელებმა მცირედით, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს შუალედურ არჩევნებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, დემოკრატებმა შეინარჩუნეს სენატზე კონტროლი.

ნენსი პელოსის წასვლა ვაშინგტონში ეპოქის დასრულებად შეაფასეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend