მთავარიაზიაკატარიკატარში 20 ნოემბერს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

კატარში 20 ნოემბერს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც გულშემატკივრები ამდენ ხანს ელოდნენ, კვირას კატარში დაიწყება.

პირველად ახლო აღმოსავლეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 29 დღეს გასტანს. ჩემპიონატის ფარგლებში 64 მატჩი გაიმართება და 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სჯერა, რომ ეს ჩემპიონატი კიდევ უფრო დააახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან, რადგან ყველამ, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ვინც გუნდის წევრია ან გულშემატკივარია, იცის, რომ ფეხბურთს აქვს ხალხის გაერთიანების უნიკალური ძალა.

კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთვის, სავარაუდოდ, უკანასკნელი იქნება.

ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ კი  შესაძლოა ლეგენდარული პელეს რეკორდი გაიმეოროს,  თუკი პირველ და მეორე ჩემპიონატზე გამარჯვებას მოიპოვებს.

დოჰაში მღელვარება იზრდება. ადგილობრივები ამ მოვლენას უკვე მრავალი წელია, ელიან. კატარის მოსახლეობა ახლა ორ მილიონს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ადრინდელზე გაცილებით მაღალია. ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა.

ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში კი უკვე გამოფენილია მონაწილე ქვეყნების დროშები.

2018 წელს სამმილიარდ- ნახევარმა ადამიანმა უყურა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დარწმუნებულია, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატს მილიარდ-ნახევარი მაყურებელი ეყოლება.

ყველას აინტერესებს,  როგორ გაართმევს თავს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ყველაზე პატარა ქვეყანა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend