20 ნოემბერს საქართველოში ფერმერის დღე აღინიშნება. ღონისძიებას 2015 წლიდან ტრადიციული სახე აქვს.
წელს ფერმერის დღე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, თბილისში გაიმართება. ამ დღის მიზანი ფერმერთა მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
“ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ფერმერის დღის მნიშვნელობასა და ფერმერთა გამოწვევებზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ ისაუბრა