მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ახალი გამოფენები გაიხსნა

ევროპის ქვეყნებში ახალი გამოფენები გაიხსნა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ცხოველებთან დაკავშირებული თითქმის ხუთასი ნამუშევარი ინახება.

გამოფენის, სახელწოდებით „შინაგანი ცხოველი, ან ჩემში არსებული ცხოველი“ მიზანია, დამთვალიერებელი დააფიქროს სხვადასხვა საკითხზე: ჯგუფებში არსებულ ურთიერთობებზე, შიმშილზე, სექსუალურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, სოციალიზაციაზე, ასევე ცხოველების მოშინაურებაზე.

ესპანეთის დედაქალაქის პრადოს მუზეუმი დამთვალიერებელს ევროპული რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ და უცნობ პერიოდს აცნობს.

კერძოდ, მუზეუმში გამოფენილია იმ ესპანელი და სამხრეთ იტალიელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც რომლებიც რენესანსის შემდეგ პირველები გადავიდნენ მხატვრობის თანამედროვე სტილზე. გამოფენაზე, სახელწოდებით „სხვა რენესანსი“ წარმოდგენილია 75 ნამუშევარი, მათ შორისაა ნახატები, ქანდაკებები და წიგნები, რომელთა ნაწილი საჯარო და კერძო კოლექციებიდან არის გამოტანილი.

საფრანგეთში ორსეს მუზეუმში როზა ბონერის გამოფენაზე დამთვალიერებელს შეუძლია მხატვრის შესახებ უფრო მეტი შეიტყოს.

მეცხრამეტე საუკუნის ფემინისტი მხატვარი ცდილობდა, ცხოველების ემოციები გამოეხატა, ეს მისი საყვარელი თემა იყო.

ორსეს მუზეუმი მხატვრის დაბადებიდან ორას წლისთავს აღნიშნავს. მან აღიარება სიცოცხლეშივე ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მოიპოვა. თუმცა მე-20 საუკუნეში თვლიდნენ, რომ მისი ნამუშევრები ზედმეტად აკადემიური იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend