მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი ,,ოქსფორდის კავშირში" ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი ,,ოქსფორდის კავშირში” ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 17 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, ,,ოქსფორდის კავშირში” ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის”  ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

,,ოქსფორდის კავშირში”  საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი.

ოქსფორდის კავშირის  ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია”  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველი არაბრიტანელია, რომელიც ლექციას წაიკითხავს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend