მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალებს აძლიერებს

პოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალებს აძლიერებს

პოლონეთი აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვართან მას შემდეგ, რაც სამშაბათს მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ნატოში აცხადებენ, რომ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შედეგად მოხდა, თუმცა პოლონეთში მაინც  ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი უფრო ფართო მასშტაბს იღებს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში გამართული ბოლო დებატების დროს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლო  ამბობს, რომ ომის გავრცელების რისკი რეალურია. პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას.

უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის რამდენიმე საფრთხე არსებობს. პირველია უმართავი რაკეტები, მეორე – მიზანმიმართული თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რაც რუსეთსა და ალიანსს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებას გამოიწვევს, მესამე კი -ეკონომიკა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ,  როცა მეზობელ ქვეყანაში ომია, შენი ქვეყანაც საფრთხის წინაშეა. მისი თქმით, პოლონეთში მომხდარი დაბომბვის გამო უკრაინიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდა.

უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რაკეტა უკრაინელებს არ გაუსვრიათ. იგი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაუშვან შემთხვევის ადგილზე, რომ დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ    აფეთქებასთან დაკავშირებული საქმე.

რუსეთიც უარყოფს პოლონეთისა და უკრაინის საზღვართან 35 კილომეტრის რადიუსში რაკეტის გასროლას. იგი კონფლიქტის ესკალაციაში უკრაინულ მხარეს  ადანაშაულებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend