მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის სამი ქვეყანა არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად მკაცრ ზომებს მიიღებს

ევროკავშირის სამი ქვეყანა არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად მკაცრ ზომებს მიიღებს

სერბეთი, უნგრეთი და ავსტრია შეთანხმდნენ, უფრო მკაცრი ზომები მიიღონ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით.

სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს, როგორც თავად უწოდებენ, „ურთიერთგაგების მემორანდუმს“. შეთანხმება მხარეებს ავალდებულებს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საზღვარზე ავტომობილებით, ღამის ხედვის კამერებითა და დრონებით აღჭურვილი 100-ზე მეტი მესაზღვრე განათავსონ.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ამბობს, რომ ევროკავშირის თავშესაფრის სისტემა მოიშალა. მისი თქმით,  ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ევროზონის გარეთ, რამდენიმე ქვეყანასთან ცდილობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.

დასავლეთ ბალკანეთის მარშრუტი, რომელიც თურქეთზე, ბულგარეთზე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთზე გადის, მიგრანტთა გადაადგილების მთავარი გზაა. სულ უფრო მეტად იზრდება იმ მიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც ამ გზით  ცდილობენ საზღვრის გადალახვას.

მიგრანტთა კრიზისმა უთანხმოება გამოიწვია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც, ამის ბოლო მაგალითი კი საფრანგეთსა და იტალიას შორის წარმოქმნილი დაძაბული ვითარებაა.

დაძაბულობის მიზეზი კი იტალიის უარი იყო, რომ თავის პორტში შეეშვა მიგრანტებით სავსე სამაშველო გემი, რომელიც ზღვაში უკვე 2 კვირაზე მეტხანს იყო გაჩერებული. ბოლოს, სამაშველო გემი საფრანგეთმა მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend