მთავარიაზიაირანიპროტესტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გრძელდება

პროტესტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გრძელდება

ირანში რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სიკვდილით დასჯას უპირებს.

სექტემბერში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, უკვე სამ ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს.

ერთ მათგანს სამართალდამცველის მკვლელობა, მეორეს კი სამთავრებო შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ედება ბრალად.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლები, 22 წლის მასა ამინის მკვლელობას მოჰყვა. ის პოლიციამ ჰიჯაბის წესის დარღვევით ტარების გამო დააპატიმრა, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

საპროტესტო გამოსვლები ირანის ისლამური რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე იმართება, რეჟიმთან დაპირისპირებას უკვე 300-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 2 ათასზე მეტი ადამიანი კი დაპატიმრებულია, მათგან სულ მცირე 20-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend