პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში დღეს, 15 ნოემბერს საღამოს რაკეტები ჩამოვარდა, აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ევრონიუსი ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგვიანებით. პოლონეთის სამთავრობო სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.