მთავარი გადაცემები ანგოლა მშვენიერება და მწუხარება: ვირჯინიელი ოჯახი ანგოლაში წინაპრების ნაკვალევს გაჰყვა.

მშვენიერება და მწუხარება: ვირჯინიელი ოჯახი ანგოლაში წინაპრების ნაკვალევს გაჰყვა.

დიდი მდინარე კვანზა თითქმის 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული და მთელ ანგოლას კვეთს. პორტუგალიის კოლონიად ყოფნის დროს სწორედ ეს იყო მილიონობით მონის გადაყვანის მთავარი გზა.

„ევრონიუსი“ თან გაჰყვა ამერიკელი ტაკერების ოჯახს ვირჯინიის შტატიდან, რომელიც ანგოლაში იმიტომ ჩავიდა, რომ საკუთარი წინაპრების, ანტონისა და იზაბელის ხსოვნის პატივსაცემად მათ მიერ განვლილი გზა თავად გაევლო.

ანტონი და იზაბელი  1619 წელს ნდონგოს სამეფოდან – ასე ერქვა ძველად ანგოლას –   მონებად წაიყვანეს. ტაკერების ოჯახი  სწორედ ამ მარშრუტს ე.წ. „კვანზის დერეფანს“ გაჰყვა, რომელიც მალანჟეს პროვინციიდან იწყება,  კანალდულის ჩანჩქერებსა და ე.წ. პედრას ნეგრასზე –  „შავ კლდეებზე“ –  გადის ისე მიდის ოკეანის სანაპირომდე.

ვინსენტ ტაკერი, William Tucker 1624 Society-ის  პრეზიდენტი:

„როდესაც ამ სიმშვიდეში ტალღების ხმას ვუსმენ, იმ ხალხის ხმები მახსენდება, რომელიც ამ მდინარეს დაღმა მოუყვებოდა. კივილი, უნდობლობა, მონობა.“

ანტონი და იზაბელი გაგზანეს ინგლისის ვირჯინიაში, პორტში, რომელსაც, ბედის ირონიით,  კომფორტი (the Port of Comfort) ერქვა. ისინი იმ 6 მილიონ მონას შორის იყვნენ, რომლებიც ანგოლიდან ახალ სამყაროში მოხვდნენ.

„არც კი მინდა ამ მგზავრობის წარმოდგენა,  160 კილომეტრზე (100 მილი) მეტის  გავლა მონურ მდგომარეობაში, ამ ადგილზე მიჯაჭვული და შემდეგ გემის ტრიუმით ცურვა… დაუჯერებელია, რაც მათ გადაიტანეს,“ – ამბობს ვინსენტის და ვანდა ტაკერი.

 

ტაკერების ოჯახი საკუთარი დე-ენ-ემის კვალს გაჰყვა და ანგოლის მალანჟეს პროვინციამდე მივიდა. სწორედ აქ დაიწყო მათი მოგზაურობა, ულამაზეს კალანდულის ჩანჩქერთან.

შემდეგი გაჩერება არის პიედრას-ნეგრასი  Pedras Negras, ანუ მალანჟეს პროვინციაში  Malanje Province აღმართული შავი კლდეები. სწორედ აქ იყო ნდონგოს სამეფოს დედოფალ ზინგას Queen Njinga of the Kingdom of Ndongo ადგილსამყოფელი. სწორედ ასე ერქვა ანგოლას.

„ვუყურებ ამ სილამაზეს და ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, აღტაცებაა, რომ, აი, აქედან არის ჩემი ოჯახი,“ – ამბობს ვანდა.

 

როდესაც 1619 წელს ანტონი და იზაბელი მოიტაცეს, დედოფალი ზინგა აქტიურად ებრძოდა პორტუგალიელების მიერ მონობით ვაჭრობას. მონები მიჰყავდათ ქალაქ მასანგანოში, მდინარე კვანზაზე და შემდეგ მონების ბაზარზე.

„ანგოლელების პირველმა ნაკადმა, რომელიც 1619 წელს ვირჯინიაში მოხვდა, მგზავრობა სწორედ ამ ადგილიდან,  ამ ბაზრიდან დაიწყო,“ ამბობს ემანუელ კაბოკო. იგი კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტია და ტაკერების ოჯახს მასანგანოში გიდობა სწორედ მან გაუწია. ემანუელმა ტაკერებს აჩვენა მონების ბაზარი, სადაც მონებს ნათლავდნენ და მერე ოკეანით გადჰყავდათ.

ტაკერების ოჯახმა ანგოლაში მოგზაურობისას მშვენიერებაც იხილა და  მოისმინა საზარელი ისტორიაც. მათ სჯერათ,  რომ ეს ამბავი მონობის საკითხს მეტ სინათლეს მოჰფენს.

კაროლიტა ჯონსი ტაკერის ერთ-ერთი ბიძაშვილია.

„ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს,“ – ამბობს კაროლიტა. „ვისურვებდი, რომ ყველამ გაიაროს ეს გზა, განაკუთრებით იმ აფრიკული წარმოშობის ამერიკელებმა, რომლებმაც იციან, რომ აფრიკაში აქვთ ფესვები და სურთ ასეთი გზის გავლა. აი, ამ ადგილიდან უნდა გაუყვნენ გზას.“

 

სწორედ ამიტომ ჯონსი თვლის, რომ იუნესკომ უნდა აღიაროს  ეს ადგილი, როგორც აფრიკელი მონების გამგზავრების საწყისი პუნქტი.

კაროლიტა ჯონსი:

„მდინარე კვანზის დერეფანი შესანიშნავი ადგილია… და ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა შეიტანონ. აქ ბევრი მრავლისმეტყველი ადგილია, რომლებსაც დიდი ისტორია აქვს“.

ავტორები: კრის ბერნსი და დინამენე კრუზი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend