მთავარიმსოფლიომოსამართლეთა კოლეგია 2014 წელს დონბასში თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

მოსამართლეთა კოლეგია 2014 წელს დონბასში თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

საქმეს ოთხი ეჭვმიტანილი ჰყავს, თუმცა არცერთი დაკავებული არ არის და მათ დაუსწრებლად ასამართლებენ

დონბასის რეგიონის ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივებს დღესაც ახსოვთ MH17-ის ჩამოვარდნა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ავიაკატასტროფის ადგილზე სოფელში არაერთ ძეგლს შეხვდებით. ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც ადგილობრივებმა თავიანთი ხელებით გააკეთეს, ვკითხულობთ – „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“.

2014 წლის 17 ივლისს, მაშინ როდესაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მისი ნამსხვრევები და მგზავრთა ცხედრები მზესუმზირის მინდვრებსა და სოფლის დასახლებებში მიმოიფანტა.

„იმ დღეს დავინახე, ჰაერში რაღაც იწვოდა და ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო. შემდეგ ქალებმა მითხრეს თვითმფრინავი ჩამოვარდაო. მეგონა, უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაგრამ შემდეგ დავინახე ხალხი. იცით როგორ იყო? ბოინგი არ ბრუნავდა, უბრალოდ ქვემოთ მოდიოდა. და ჩანდა, როგორ რაღაცები ცვიოდა. მერე მივხვდით, რომ ადამიანები ცვიოდნენ“, – იხსენებს ალექსეი, ადგილობრივი

„ცხედრები თითქმის ყველა სახლში იწვა. ყველგან გარდაცვლილები იყვნენ. აქაც და ხეობაშიც. პილოტები კი გარდაცვლილები, თავიანთ სავარძლებში ისხდნენ“, – იხსენებს ტრაგედიის დღეს ვასილი.

„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგზე“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა, 298 მგზავრი იმყოფებოდა.

ნიდერლანდელი პროკურორები ამბობენ, რომ MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსული სამხედრო ბაზიდან გაუშვეს. მოსკოვი ავიაკატასტროფასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. პროკურორების თქმით, ბოინგის ჩამოსაგდებად სამი რუსი და ერთი უკრაინელი მუშაობდნენ, მათი ვინაობა ცნობილია. თუმცა არცერთ მათგანი დაკავებული არ არის.

„მთავარია არა განაჩენი, არამედ ის თუ რა მოხდება ამის შემდეგ. ფაქტია, რომ რაკეტა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ვერ მოძრაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამაში რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის სამხედრო ან პოლიტიკური პირი იყო ჩართული. ამ გამოძიებას 8 წელი დასჭირდა და ეს არ არის დასასრული. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია“, – განაცხადა ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში დმიტრი ორეშკინმა.

სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს დაიწყო. გახსნით პროცესზე პროკურორმა 298-ვე დაღუპულის სახელი და გვარი წაიკითხა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend