მთავარიმსოფლიოCOP27: კლიმატის კრიზისის გადაჭრა მსოფლიო საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული

COP27: კლიმატის კრიზისის გადაჭრა მსოფლიო საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული

უკვე რამდენიმე დღეა, რაც კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი რიგით 27-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ქვეყნები ცდილობენ, მიაღწიონ მნიშვნელოვან შეთანხმებებს კლიმატთან დაკავშირებით. მათი მიზანი გლობალური ტემპერატურის მატების შემცირებაა.

ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი იასმინ ფოუადი ამბობს, რომ მინისტრებმა და ქვეყნების პრეზიდენტებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ დისკუსიებს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება.  მისი თქმით, ეგვიპტე შეასრულებს თავის როლს კლიმატის საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მსოფლიო საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, პირველად განიხილება კლიმატის ცვლილების გამო დაზარალებული ქვეყნების ფინანსური კომპენსაციის საკითხი.

მალდივის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის ამინათ შაუნას თქმით, მალდივისა და სხვა პატარა კუნძულებისთვის მნიშველოვანია, აწარმოონ მოლაპარაკებები მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით.

ამ საკითხებზე ბევრი დისკუსია გამართულა, თუმცა ახლა მათ უკვე  აქვთ შემუშავებული დღის წესრიგი, რომელიც აქამდე არ ჰქონიათ.

კლიმატის ცვლილების 27-ე  კონფერენცია 18 ნოემბერს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend