მთავარიმსოფლიოევროპა2022 წელს ლა-მანშის სრუტე 40 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა

2022 წელს ლა-მანშის სრუტე 40 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა

წელს დიდ ბრიტანეთში ჩასასვლელად ლა-მანშის სრუტე 40 000-ზე მეტმა მიგრანტმა გადალახა, რაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკორდული მაჩვენებელია.

შარშან, ჯამში სრუტე 28 526 ადამიანმა გადალახა, რაც უკვე მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა 2022 წელს მათი რიცხვი 40 885-მდე გაიზარდა. მთავრობის მონაცემებით, შაბათს სრუტე 22 პატარა ნავით 972-მა მიგრანტმა გადაკვეთა.

ბრექსიტის შემდეგ,ახალი მთავრობისთვის არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ქვეყანაში თავშესაფრები უფრო გადატვირთულია, ვიდრე ოდესმე.

მიგრანტთა კრიზისი უარყოფით გავლენას ახდენს ბრიტანეთის ურთიერთობაზე საფრანგეთთან, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბევრი რამ აქვთ გაკეთებული.

ბრიტანეთი მზადაა, საფრანგეთს დამატებითი 91 მილიონი ევრო გადაუხადოს იმისთვის, რომ საფრანგეთის სანაპიროებზე უფრო მეტი პოლიციელები იყოს მობილიზებული. სამაგიეროდ კი, ბრიტანეთს საფრანგეთის საკონტროლო ცენტრებთან ექნება წვდომა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend