სამაშველო გემის „ოკეანის ვიკინგის“ ეკიპაჟმა განაცხადა, რომ ისინი საფრანგეთის სამხრეთით, ტულონის მიმართულებით, მიცურავენ. მათ პორტში უსაფრთხოდ შესვლის ნებართვა მისცეს. ბოლო ინფორმაციით, ბორტზე 230 გადარჩენილი მიგრანტია. იტალიის ხელისუფლება მიგრანტებს არ უშვებდა ქვეყნის პორტებში. საფრანგეთმა დაგმო იტალიის მთავრობის ეს ქმედება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე საათში საფრანგეთი იტალიასთან შიდა საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების მიზნით მიიღებს შესაბამის ზომებს. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლების ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებზე სხვა ასპექტებშიც.
საფრანგეთმა გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზღვაში გაჭედილი გემისთვის ტულონის სამხედრო პორტში შესვლის უფლება მიეცა.
პოლიტიკური პარტია La France Insoumise-ის წარმომადგენელი ანტუან ლეომენი ამბობს, რომ ქვეყნების მოვალეობაა, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დაეხმარონ. მათი ჩამოსვლის შემდეგ მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მიგრანტებზე იზრუნონ და არ დაიღუპონ.
სამაშველო ხომალდი ზღვაში უკვე 2 კვირაზე მეტხანს იყი გაჭედილი. მათ 22-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ექვსი სამაშველო ოპერაციის დროს 234 ადამიანი გადაარჩინეს.