მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: თეთრი სახლი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ომი უკრაინაში: თეთრი სახლი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონის სამხრეთ ნაწილის გარეუბანს მიუახლოვდნენ. ხუთშაბათს რუსეთში განაცხადეს, რომ ქალაქს ტოვებენ.

საკვანძო დასახლების სნიჰურივკის გათავისუფლების შემდეგ კისლივკიდან გავრცელდა კადრები, რომლებშიც დროშებით ხელში უკრაინის 28-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები ჩანან.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ  დეოკუპაციის შემდეგ, პირველი რიგში, განნაღმვითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

ოკუპანტები ათასობით ნაღმსა და აუფეთქებელ საბრძოლო მასალას ტოვებენ. უკრაინის რუსული ნაღმებისგან გაწმენდას ათწლეულები სჭირდება, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ამდენ ხანს ვერ დაიცდის და რასაც მსოფლიოში ათწლეული სჭირდება, მათ რამდენიმე წელში უნდა შეძლონ.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ. ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ახალ პაკეტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვითი საშუალებები.

ამავდროულად, გრძელდება სამუშაოები უკრაინის ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შედეგად ძლიერ დაზიანდა. მსგავსი იერიშები სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინის ენერგოქსელს, რაც ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას იწვევს.

დედაქალაქ კიევში უკვე ეჩვევიან 12-საათიან გრაფიკს, თუმცა რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად ვითარება სულ უფრო უარესდება, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ართულებს მოქალაქეების ყოფას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend