მთავარიგადაცემებიGreen Japanგადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკის საწვავზე ამყარებს

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკის საწვავზე ამყარებს

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკზე ამყარებს. ამ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიაკის საწვავი იქნება მომავალში  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საწვავი. ეს ნივთიერება უხვად მოიპოვება, ადვილია მისი შენახვაც და ტრანსპორტირებაც.

თუმცა სატვირთო გადაზიდვის ინდუსტრია ამიაკის საწვავზე რომ გადავიდეს, ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო.

ამიაკი ადვილად ინახება

გლობალურ დონეზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 3 პროცენტი სწორედ გადაზიდვის ინდუსტრიაზე მოდის.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონე ნულზე რომ დავიდეს, სანაოსნო ინდუსტრიის მიერ მოხმარებული საწვავის 30 პროცენტს წყალბადით მიღებული საწვავი, მათ შორის ამიაკი უნდა შეადგენდეს.

სანაოსნო ინდუსტრია რომ ისეთ ეკოლოგიურ საწვავზე გადავიდეს, რომელიც მავნე აირს საერთოდ არ გამოყოფს, ამის ოქროს წესი არ არსებობს, თუმცა ამიაკის შენახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ამიაკზე ეკოლოგიური  წყალბადისა. თან ამიაკის გადაზიდვაც უფრო უსაფრთხოა.

იაპონური გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანია NYK Line-ი და კომპანია IHI Power Systems-ი მსოფლიოში პირველი ისეთი საბუქსირო გემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ამიაკის საწვავზე იმუშავებს.

“2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ნულზე უნდა დავიყვანოთ,“ – ამბობს იოკოიამა ცუტომუ, კომპანია NYK LINE Green Business Group-ის  გენერალური მენეჯერი. „უნდა აღმოვფხვრათ სათბური აირის გამონაბოლქვი.  ამიაკი ყველაზე კარგი გამოსავალია, რადგან, ჯერ ერთი,  არ გამოყოფს სათბურ აირს და, მეორეც,  უკვე გვაქვს მისი გადაზიდვის გამოცდილება“.

ამიაკის გამოყენების რისკები

ამიაკთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ იგი მომწამვლელია როგორც ადამიანისთვის, ისე ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის. თუმცა კომპანია NYK LINE  ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.

„უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია“, – განმარტავს იოკოიამა ცუტომუ. „ ამჟამად ფიზიკური შეფასება მიმდინარეობს. იაპონიის სამთავრობო უწყების  სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობით ჩვენ ვადგენთ შესაძლო რისკებს და ვპოულობთ გამოსავალსაც.“

წყალბადითა და აზოტით მიღებული ამიაკი ფართოდ გამოიყენება სასუქებსა და სარეცხ საშუალებებში, თუმცა ამიაკის წარმოების პროცესი საკმაოდ აბინძურებს გარემოს.

ამიაკის წარმოების პროცესის უფრო ეკოლოგიური გზა

ფუკუშიმის განახლებადი ენერგიების ინსტიტუტში იაპონური საინჟინრო კომპანია JGC-ი ეროვნულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან AIST-თან  ერთად ელექტროენერგიის ე.წ. „მწვანე ამიაკისგან“ მიღებაზე მუშაობდა.

ამიაკის უფრო ეკოლოგიური გზით მიღებას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

კომპანია  JGC-ი ფუკუშიმის რეგიონში ეკომეგობრული ქიმიური საწარმოს აშენებას გეგმავს, რათა ადგილობრივი განახლებადი ენერგოწყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ამიაკის წარმოების დროს გამოფრქვეული ცეო-ორი შესამცირებლად გამოიყენოს. ისინი უფრო შორსაც აპირებენ წავლას.

„CO2-ის რაოდენობა მსოფლიოში არსებული გამონაბოლქვის 1-2 პროცენტს შეადგენს,“ – ამბობს კაი მოტოტაკა, JGC CORP SUSTAINABLE SOLUTIONS-ის ჯგუფის მენეჯერი. „მაგრამ ამიაკის გამოყენება სხვა სექტორშიც შეიძლება, ეს იქნება ენერგეტიკის ახალი ბაზარი,  მაგალითად, გადაზიდვების ინდუსტრიისთვის ელექტროენერგიის წარმოების კუთხით. ამ გზით ცე-ო-ორის მოცულობას მკვეთრად შევამცირებთ, არა მხოლოდ არსებული გამონაბოლქვის 1-სა და 2 პორცენტს, არამედ ბევრად მეტს. ჩვენი გათვლებით შესაძლებელია ცე-ო-ორის მთლიანი მოცულობა  10-დან 20 პროცენტამდე შემცირდეს.“

ლურჯი ამიაკი

სწორედ ეს ხდება ქალაქ ჰეკინანის მახლობლად ელექტროსადგურში. მსოფლიოში პირველად იაპონიის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური JERA საცდელი პროექტის ფარგლებში თავის ქვანახშირის თბოელექტროსადგურზე ქვანახშირს ამიაკით 20 პროცენტით  ჩაანაცვლებს. ამ ელექტროსადგურის მიზანია, 2050 წლისთვის სრულად ამიაკზე გადავიდეს.

თბოსადგური დაახლოებით იმდენ ელექტროენერგიას აწარმოებს, რომ შეუძლია სრულად მოამარაგოს  მეზობლად მდებარე ქალაქი ჰეკინანი, რომლის მოსახლეობაც 70 ათასს შეადგენს.

ამ თბოსადგურში ამიაკს უკვე იყენებენ, ასე რომ, მეცნიერებს თავისუფლად შეეძლოთ, მზა ტექნოლოგიასა და ცოდნას დაყრდნობოდნენ.

თუმცა აუცილებელია, რომ შეიქმნას მიწოდების ახალი ჯაჭვი,  რომელიც ამიაკის ტრადიციული ტექნოლოგიის გვერდით ნახშირბადის შთანთქვის ე.წ. ლურჯი ამიაკის ტექნოლოგიასაც გამოიყენებს.

„ჩვენ მიწოდების ახალი ჯაჭვი უნდა შევქმნათ იაპონიის ფარგლებს გარეთ“, – ამბობს ტაკაჰასი კენძი, JERA-ის დეკარბონიზაციის განყოფილების გენერალური მენეჯერი. „ვფიქრობთ, ლურჯი ამიაკის ტექნოლოგია გამოვიყენოთ და ასევე მწვანე ამიაკის განვითარებაც გვსურს. თუმცა მწვანე ამიაკის მეთოდი ჯერ ისევ განვითარების სტადიაშია და მისი მოცულობა შედარებით მცირეა.“

ამიაკს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მართალია, ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით პრობლემები სრულად არ მოხსნილა, მათ შორის ისიც, რომ ძვირი ჯდება, მაინც იმედოვნებენ, რომ განახლებადი ენერგიის ფასი შემცირდება და მწვანე ამიაკის საწვავი მომავლში სავსებით ხელმისაწვდომი იქნება.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend