მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNION„ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორების კიბერთავდაცვის მხარდაჭერას“ - ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორების კიბერთავდაცვის მხარდაჭერას“ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საჭიროა კიბერთავდაცვის სამუშაო ძალაში არსებულ ხარვეზებს მივაქციოთ ყურადღება. საჭიროა წვრთნა, სწავლება და ვარჯიში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ბრძოლის ველზე იმუშავებენ.

მისი თქმით ეჭვგარეშეა, რომ მათ უნდა გაზარდონ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად იქნებიან ამგვარ ომში ჩასართავად,

ჯოზეპ ბორელი მიიჩნევს რომ კლასიკური ომი და ჯარისკაცის კლასიკური წვრთნა ვეღარ ერგება ომის ამ ახალ განზომილებას. მისი თქმით ისინი ასევე გააძლიერებენ მუშაობას მათი პარტნიორების კიბერთავდაცვის შესაძლებლობების ზრდის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ასევე დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოოთ ეს პარტნიორობა, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ალბანეთი, დიდად განიცდის კიბერშეტევებს“, – დასძინა ბორელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend