მთავარიევროპაუკრაინადაბომბვის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბინადრები უკან დაბრუნდნენ

დაბომბვის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბინადრები უკან დაბრუნდნენ

"სულ ხუთნი იყვნენ, ორი ომს შეეწირა... სამი კი გაიქცა, თურმე, ორი მათგანი მაკედ ყოფილა და ახლა უკან დაბრუნდნენ, 2 ზაქთან ერთად.. ომის შვილები...“ - ზოოპარკის დირექტორი

უკრაინაში, ხარკივის  ზოოპარკიდან, კამეჩები რუსული ძალების მიერ რეგიონის დაბომბვის დროს ტყეში გაიქცნენ, თუმცა ახლა ისინი ზაქებთან ერთად დაბრუნდნენ. ზოოლოგების ინფორმაციით, გაქცეული კამეჩებიდან 2 მაკედ იყო. რუსების შეჭრის დროს და დაბომბვის განმავლობაში. ტყეში იმალებოდნენ, იქვე გააჩინეს ზაქები და ახლა უკან, ეკოპარკში დაბრუნდნენ. მათგან განსხვავებით, რუსულ ბომბებს ვერ გადაურჩა ზოოპარკის 300-ზე მეტი მკვიდრი.

ეკოპარკის აღორძინების სიმბოლური დასაწყისი – ასე უწოდეს უკრაინელებმა კამეჩების ხარკივის ეკოპარკში ზაქებთან ერთად დაბრუნებას. ეს კამეჩები 2022 წლის გაზაფხულზე რუსული ძალების მიერ სასტიკი დაბომბვის ფონზე, ტყეში გაიქცნენ. ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შემდეგ თანამშრომლებმა აღარაფერი იცოდნენ მათ შესახებ. ახლა კი სამი კამეჩი და ორი ზაქი, გადანგურებული და მიტოვებული ეკოპარკის ერთადერთი ბინადრები არიან.

„ევაკუაციის დროს ცეცხლის ქვეშ აღმოვჩნდით და კამეჩები გალიაში დავტოვეთ. ძლიერი დაბომბვისას გალიის ტერიტორია განადგურდა და კამეჩები გარეთ გამოვიდნენ. გაიქცნენ… ჩვენ კი ამის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვეთ. ვიცოდით, რომ ტყეში გაიქცნენ, თუმცა გაუჩინარდნენ. სულ ხუთნი იყვნენ, ორი ომს შეეწირა… სამი კი გაიქცა, თურმე, ორი მათგანი მაკედ ყოფილა და ახლა უკან დაბრუნდნენ, 2 ზაქთან ერთად.. ომის შვილები…“ – ამბობს  ვიტალი ილჩენკო, ზოოპარკის დირექტორი.

ხარკივის რეგიონში სასტიკი ბრძოლების დროს, ზოოპარკის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მოზარდი. ისინი ცხოველებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ოთხი მათგანი დახვრიტეს, მათ რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს, მაშინ, როცა ისინი ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ. ეკოპარკის ხელმძღვანელის თქმით, ობიექტის 95% განადგურდა. განადგურდა ვოლიერები, შენობები, მოკვდა ბევრი ცხოველი, ზოგიერთი ბომბებს შეეწირა, ზოგიც შიშისგან მოკვდა. ბევრიც ტყეში გაიქცა.

„ზოოპარკის თანამშრომლებმა საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. წარმოგიდგენიათ, ასეთ ზონაში დარჩენა? დარჩენა იმისთვის, რომ ცხოველები გადაერჩინათ… ჩვენი ორი თანამშრომელი აბაზანაში ვიპოვეთ გარდაცვლილი. ორივე მათგანს ხელში სათლი ეჭირა. ერთს სტაფილოთი ჰქონდა  სავსე, მეორეს კი ძაღლის საჭმელი ჰქონდა. ამით იყვნენ შეიარაღებულნი და ამიტომ უნდა მოეკლათ? მაშინ, როცა ჩვენს თავზე ბომბები დაფრინავდნენ, ცხოველები აღარც საკვებს იღებდნენ და აღარც – წყალს. ზოგიერთი მათგანი კვირების განმავლობაში არ ჭამდა. ჩვენ გვყავდა ძაღლები, რომლებიც 80 კილოგრამს იწონიდნენ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრებოდა. გაზაფხულზე რომ ავწონეთ, უკვე 30-40 კილოგრამს იწონიდნენ.“ – იხსენებს ოლექსანდრ ფელდმანი, ზოოპარკის დამფუძნებელი.

ფელდმანის ეკოპარკი ხარკივის რეგიონში დასვენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. ეკოპარკში 5000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობდა, მათ შორის იყვნენ იშვიათი ჯიშის ცხოველებიც. ახლა კი ეკოპარკის ბინადრები მხოლოდ 3 კამეჩი და 2 ზაქი არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend