ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესახებ წლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საქმიანობის მხარდაჭერისა და საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის როგორც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგის მნიშვნელოვანი იარაღის შესახებაა საუბარი.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისტორიკოსმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.