ევროინტეგრაცია

“ევროპა, როგორც ამოცანა, როგორც ამოცანა ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის” – ეს სიტყვები დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა1996 წელს, გერმანიაში, ქალაქ აახენში, წარმოთქვა.

სწორედ ევროპის მომავალზე ისაუბრეს თბილისში, დღეს გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით “ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა – ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების ურთიერთობების მომავალი”.

კონფერენციის მიზანია შეიქმნას სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ჩეხი, ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსები, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ევროპული ინტეგრაციისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრებენ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის ცენტრი თბილისი, ასოციაცია აგორა და საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკას” პრეზიდენტმა, გიორგი მესხიძემ ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
ევროინტეგრაციაევროინტეგრაცია

Send this to a friend