მთავარიმსოფლიოევროპაბელგიასა და საბერძნეთში მომიტინგეებმა მზარდი ფასები გააპროტესტეს

ბელგიასა და საბერძნეთში მომიტინგეებმა მზარდი ფასები გააპროტესტეს

ევროპაში გაძვირებული ცხოვრების გასაპროტესტებლად არაერთი გაფიცვა მოეწყო. ბრიუსელში  პროფკავშირების ხელმძღვანელობით გამართულ აქციებს ევროკავშირის დედაქალაქში  არეულობა მოჰყვა. მსგავსი გამოსვლები მოეწყო ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. ვაჭრობის პროფკავშირებმა ძალები გააერთიანეს და რეკორდული ინფლაციის გამო ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

სავაჭრო პროფკავშირის FGTB-ის პოლიტიკური დირექტორი ერიკ ბუისენსი ამბობს, რომ ამ დემონსტრაციით ისინი ითხოვენ  ხელფასების მომატებას, მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას, სოციალურ შეღავათებსა და ყველაფერს, რაც დღეს დაბლოკილია. მისი თქმით, მოქალაქეები კრიზისულ პერიოდში ცხოვრობენ,  კრიზისს კი ისევ კრიზისი მოსდევს. შეძლებული მოქალაქეებიც აღშფოთებული არიან ქვეყანაში არსებული ენერგოგადასახადების გამო.

გაფიცვებმა არაერთი სირთულე და შეფერხება გამოიწვია ათენშიც. საბერძნეთის დედაქალაქისა და ჩრდილოეთის ქალაქ სალონიკის ქუჩებში გამოვიდა ათასობით მომიტინგე, რომლებიც  როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები არიან. მათ მზარდი ფასების გასაპროტესტებლად 24 საათით შეაჩერეს მუშაობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend