ბაკურიანი 2023 წლის ზამთარში ფრისტალის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სამთო-სათხილამურო კურორტი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის ემზადება, რომელიც 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება.
მზადების პროცესს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგაცია დაესწრება. ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი, მიშელ ვიონი ესტუმრება.
მსოფლიო ჩემპიონატისა და მზადების პროცესის შესახებ “ევრონიუს ჯორჯიას” საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მეტრეველი ესაუბრა.