ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუშინ გამართული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბოლო მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია ლიდერობს. დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მოსალოდნელზე უკეთესი წინასწარი შედეგი აჩვენეს, არჩევნებამდე ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ინფლაციის მაღალი ხარისხი და ჯო ბაიდენის შემცირებული რეიტინგი დემოკრატების ინტერესებს ამ არჩევნებზე დააზიანებდა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” მკვლევარი, გიგა ჯოხაძე