სამშაბათს სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ათასობით პროდემოკრატი აქტივისტი ქუჩებში გამოვიდა. სუდანის უსაფრთხოების ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებას მოითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში სამხედრო გადატრიალების შედეგად შეიარაღებული ძალების უფროსმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. ამიტომ მათ მსვლელობა გამართეს საპრეზიდენტო რეზიდენციამდე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის გამოსვლამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა. მათი თქმით, ის სამი წლის განმავლობაში სუდანელებს ხოცავდა, ახლა კი ახალი გეგმა შეიმუშავა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ეს კი მათთვის მიუღებელია.
დემონსტრანტები უარს აცხადებენ სამხედრო მთავრობასთან თანამშრომლობაზე. მათ ალ-ბურჰანის შეთავაზებები და დაპირებები არ აინტერესებთ.
ბოლო ინფორმაციით, გასული თვეების განმავლობაში სუდანში მომხდარი შეტაკებების შედეგად 370 ადამიანი დაიღუპა.