მთავარიევროპაუკრაინარუსეთის საოკუპაციო ჯარები ხერსონს ტოვებენ

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ხერსონს ტოვებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ჯარების გაყვანის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა. ინფრომაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

“შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დმეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე”, – განაცხადა სუროვიკინმა.

მან დააკონკრეტა, რომ “ჯარების მანევრირება უახლოეს დროში განხორციელდება, ქვედანაყოფები და ნაწილები საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვას დაიკავებენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები ქალაქ ხერსონისკენ ორი მიმართულებით მიიწევენ.

რუსეთის მიერ ძალების გაყვანა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო განვითარება მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა სექტემბერში ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend