მთავარიევროპაიტალიაიტალიის ხელისუფლება მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს

იტალიის ხელისუფლება მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს

კუნძულ სიცილიაზე, კატანიის პორტში გაჩერებულ გემზე მყოფი მიგრანტების პროტესტი იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა. იტალიის ხელისუფლება უარს ამბობს მიგრანტების მიღებაზე.

ერთ-ერთი გემი, რომელზეც 572 მიგრანტი იმყოფებოდა, პორტში გასულ კვირას შევიდა. გემის დატოვების უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად მყოფ მიგრანტებსა და სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანებს მისცეს.

ამ გემსა და ერთ სამაშველო ხომალდს კატანიის დატოვება მოსთხოვეს. თუმცა გემის ეკიპაჟები ზღვაში გასვლაზე უარს აცხადებენ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ ვითარებას.

ამავდროულად, მიგრანტებით სავსე მესამე ხომალდს რამდენიმედღიანი გაჩერების შემდეგ ნებართვა მისცეს, რეჯო-დი-კალაბრიის პორტში შესულიყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბორტზე მყოფმა 98-ვე მიგრანტმა დატოვა გემი.

იტალიის ახლად დანიშნულ მთავრობაში მიგრანტებთან დაკავშირებული პოზიცია ცნობილია. ისინი მოითხოვენ, გემები იმ ქვეყნებში დაბრუნდნენ, რომელთა დროშებითაც დაცურავენ.

ეს გადაწყვეტილება სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობების პოზიციებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება.  გემზე დარჩენილ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ მალე მოიძებნება გამოსავალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend