აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. დემოკრატიულ პარტიას კი მცირე უპირატესობა აქვს სენატში.
8 ნოემბერს, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.