მთავარისაქართველოანტიკორუფციული სააგენტო

ანტიკორუფციული სააგენტო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლელოს“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

პროექტის მიზანი აღსრულების სათანადო მექანიზმის შექმნა, კორუფციის შემთხვევების გამოძიება და ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვა იყო.

„ლელოს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას სწორედ კორუფციული პრობლემები უთხრის ძირს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ არსებული კანონი ვერ უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ სრულფასოვან ბრძოლას.

„არ უნდა დავტოვოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმე ხელისუფლების ხელში, ის რას მიიღებს და რას – არა. ყველფერი უნდა ვცადოთ, რომ ევროპამ დაინახოს, ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომლებსაც ესმით ევროპული ენა, იციან, რა არის ანტიკორუფციული სააგენტო“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

„თუ გვინდა, რეალურად ვებრძოლოთ კორუფციას, მნიშვნელოვანი, არსებობდეს დამოუკიდებელი, საგამოძიებო ორგანო, რომელშიც შეტანილი იქნება საგამოძიებო ფუნქციები“, – აღნიშნა „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ რეკომენდაციას, რომელიც 12 პუნქტის ფარგლებში არის შემოთავაზებული.

„ქართულ ოცნებაში“ იმის შესახებაც საუბრობენ, რა განსხვავებაა მათ მიერ ინიცირებულ და ოპოზიციური ჯგუფების მიერ ინიცირებულ პროექტებს შორის.

„ინიციატივა, რომელიც ჩვენ მიერ არის შემუშავებული სრულიად შეესაბამება იმ რეკომენდაციას, რომელიც 12 პუნქტის ფარგლებში არის შემოთავაზებული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი პარლამენტმა განსახილველად უკვე მიიღო.

თუმცა, თავად კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნებს პასუხობს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend