მთავარი გადაცემები თვითმხილველი რამდენად გაამართლებს ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევის შვედური მოდელი?

რამდენად გაამართლებს ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევის შვედური მოდელი?

მეორეული გადამუშავება, მწვანე ენერგია, ყაიარათიანობა – მაინც რა არის რეცეპტი, რომ ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისები დავძლიოთ? ამ კითხვებზე გარკვეული პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ შვედეთში ჩავიდა ქალაქ მალმეში,  რომელიც სახელგანთქმულია თავისი მდგრადი ეკონომიკით, რადგან ხელისუფლება ცდილობს, კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

ოლოფი და  მისი მეუღლე იუკი ინდუსტრიული დიზაინერები არიან. ორივე ამაყობს საკუთარი ხელით მოწეული მოსავლით, რომელიც შვედეთის სამხრეთით, ქალაქ მალმეს ხელისუფლების მიერ იჯარით აღებულ ერთ-ერთ ნაკვეთში  მოჰყავთ.

წყვილს ორი შვილი ჰყავს და ოჯახისთვის საჭირო სურსათის ნაწილი თავად მოჰყავს – ისინი ამ გზით ცდილობენ გარემოს დაცვას.

“გლობალური სასურსათო სისტემის ამბიცია ის არის, რომ ნებიმეირ დროს ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ როდესაც ენერგორესურსებზე ფასები იზრდება და ირგვლივ საფრთხეა, ეს სისტემა აღარ არის სანდო. ეს მაშინ ამართლებს, როდესაც დიდი რაოდენობით წიაღისეულ საწვავს ახმარ. მაგრამ როდესაც ეს აღარ გაქვს, ან რამე სხვა მიზეზის გამო ვეღარ იყენებ, რადგან კლიმატი კრიზისშია, ჩვენთვის სურსათით მომარაგების ალტერნატიული გზები უნდა ვიპოვოთ“,- ამბობს ოლოფ კოლტე, ინდუსტრიული დიზაინერი

ოლოფი და იუკი ქალაქის ცენტრში მდებარე საკუთარ ბინაშიც ცდილობენ  ეკომეგობრული ცხოვრების წესს მისდიონ. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი  ისეთი პროდუქტი შეიძინონ, რომელიც შეფუთული არ არის, ამუშავებენ ქაღალდს, ლითონს, მინას და პლასტმასას, ასევე ბიონარჩენებს, რომელიც ბიოგაზის წარმოებაში მიდის.

ორგანული ნარჩენებისგან მიღებულ საწვავს ქალაქ მალმეში ნაგვის მანქანების უმეტესობისთვის იყენებენ.

ნარჩენების გადამუშავება

მალმეს ნარჩენების გადასამუშავებელ ქარხანაში წელიწადში 600 ათას ტონას ამუშავებენ. ნარჩენებს მხოლოდ აქაური 14 მუნიციპალიტეტი კი არ აწვდის, არამედ მთელი ევროპიდან ჩამოაქვთ. აქ ორგანულ ნარჩენებს ათხევადებენ და სითხიდან სხვა საწარმოში საწვავს იღებენ. დარჩენილი სითხით ქალაქის ენერგოქსელს ამარაგებენ.

“ ქალაქ მალმეს უბნის გათბობის სისტემის 70 პროცენტს ვამარაგებთ. წელიწადში 270 ათას მეგავატ-საათის ელექტროენერგიას ვაწარმოებთ,“ – ამბობს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს  SYSAV-ის გარემოსდაცვის მიმართულების სპეციალისტი ენ ნერლუნდი.  “ჩვენ ნარჩენებს ვწვავთ. რასკვირველია, ამის შედეგად ნახშირბადის ორჟანგი გამოიყოფა, როგორც ორგანული წარმოშობის, ისე წიაღისეული ნახშირბადის ორჟანგი. ამიტომ ვცდილობთ, დასაწვავი ნარჩენებიდან პლასტმასა გამოვაცალკეოთ. ჩვენ ნახშირბადის შთანთქმასა და შენახვაზეც ვზრუნავთ.“

კომპანიამ ახლახან მსოფლიოში გამოყენებული ქსოვილის ავტომატური გადარჩევის პირველი  საწარმო გახსნა, რომელიც გასულ წელს დაამონტაჟა. ქსოვილს ფერისა და ბოჭკოს მიხედვით ოპტიკური სენსორი არჩევს, საწარმოს წელიწადში ასე გადარჩეული დაახლოებით 24 ათასი ტონა ქსოვილის უფრო ეფექტურად გადამუშავება შეუძლია ქსოვილის წარმოების სექტორში.

ეს ძალიან იმედისმომცემი ტექნოლოგიაა ევროპის დონეზე, სადაც წელიწადში 4 მილიონი ტონა ქსოვილის ნარჩენს წვავენ ან ნაგავსაყრელზე ყრიან.

სატვირთო ველოსიპედები და ველობოლიკები

საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები, ეკოლოგიური ტრანსპორტი – ქალაქ მალმეში ყველა ამ მიმართულებას ეკომეგობრულ პლატფორმაზე გადასვლის მიზნით 1970-იანი წლებში შექმნილი ნავთობის კრიზისიდან მოყოლებული იკვლევენ. სწორედ ეს ფილოსოფია განსაზღვრავს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების წესს.

სატვირთო ველოსიპედი პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა მალმეში, რომელშიც 560 კილომეტრის სიგრძის ველობილიკია. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 340 ათასს შეადგენს,  მოძრავი ტრანსპორტის მეოთხედი ველოსიპედზე მოდის.

ქალაქის ავტობუსების 65 პროცენტი ელექტროდენს მოიხმარს, დანარჩენი – ბიოგაზს. ქალაქის მთავრობა 2030 წლისთვის ავტობუსების მთელი პარკის ელექტროენერგიაზე სრულად გადაყვანას გეგმავს. შვედური ეკომეგობრული კონცეფცია ამ მოდური რესტორნის მენიუშიც იგრძნობა. რესტორანი მალმეს ცნობილ ეკოლოგიურ უბანში მდებარობს.

ამ რესტორანში დღეში ორი კერძი მხოლოდ იმ ნარჩენებით მზადდება, რომლებიც სუპერმარკეტებს, რესტორნებსა და სურსათის მწარმოებლებს რჩებათ და რომლებსაც სხვა შემთხვევაში უბრალოდ გადაყრიდნენ.

ამ რესტორნის დამფუძნებელი, წარსულში მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელი  შეფმზარეული, ომს უცხადებს სურსათის ნარჩენებს.

გაეროს მიხედვით, ყოველ წელს მთელ მსოფლიოში ერთ მილიარდ ტონაზე მეტი სურსათი იყრება,  რაც ადამიანისთვის წარმოებული საკვების მესამედია.

ერიკ ანდერსონ მოჰლინი, რესტორან SPILL-ის შეფმზარეული და დამფუძნებელი:

„ჩვენ ამით პრობლემის წარმოჩენა გვინდა. დღესდღეობით ძალიან ბევრ სურსათს ვაწარმოებთ, მაგარმ ეს არ გვადარდებს. არადა, ყველაფერს, რასაც ვაწარმოებთ, არ მოვიხმართ. ჩვენი გადაწყვეტილება არ არის გამოსავალი. ასე არ მგონია, მაგრამ გამოსავალი სისტემის შეცვლა იქნება. ჩვენ  ბიზნესი და ეს რესტორანიც უნდა ვმართოთ. დღეში 220-230 სტუმარი გვყავს, ასე რომ, დიახ, ეს ბევრია.“

მალმეში ენერგომოხმარება 40 პროცენტით შემცირდა

ბოლო 30 წლის განმავლობაში მალმეს პოლიცია ქალაქში ენერგომოხმარების 40 პროცენტით შემცირებას უწყობდა ხელს.

თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ფასების მატება ენერგორესურსებზე მალმესაც შეეხო. ევროპული ბაზრის ფასზე მიბმული ინდექსისა და ადგილობრივი რესურსების შემცირების გამო ელექტროენერგიის ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე გაოთხმაგდა.

იონას კამლეჰი ქალაქ მალმეს კლიმატისა და ენერგიის ცვლილების მიმართულების უფროსი სტრატეგია.

“წლიურ დონეზე შვედეთში ძალიან დიდი რაოდენობით ჭარბი ელექტროენერგია გვიგროვდება ამიტომ ექსპორტზე გაგვაქვს,“  – განმარტავს იონასი. „ახლა ისე ხდება, რომ ვეღარ ვაწარმოებთ იმდენ ელექტროენერგიას, რომ საკუთარი მოხმარებაც დავფაროთ და ევროპაში ექსპორტზეც გავიტანოთ, რადგან ევროპის ბაზარზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. ამის შედეგად კონტინენტზე ენერგორესურსების ფასი გაიზარდა, რის გამოც ფასმა შვედეთის სამხრეთითაც მოიმატა.“

ელექტროენერგიის დაზოგვა ისეთივე გარდაუვალია შვედეთში, როგორიც ნებისმიერ სხვა ადგილას. ოლოფი და იუკი თვლიან, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.

„მთელი მსოფლიოს ეკონომიკის მიერ მოხმარებული საწვავაის 85 პროცენტი წიაღისეულია“, – ამბობს ოლოფ კოლტე. „ახლა გვინდა, რომ ეს 85 პროცენტი სხვა რაღაცით ჩავანაცვლოთ. ე.წ. ალტერნატივების უმეტესობა, მაგალითად, მზისა და ქარის ენერგიაც ძალიან არის დამოკიდებული მოპოვების ეკონომიკაზე. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც მდგომარეობიდან გამოგვიყვანს, ენერგომოხმარების მკვეთრი შემცირებაა. თუ არ ვაღიარებთ ამას და ცხოვრების წესს არ შევიცვლით, არაფერი გამოვა.“

 

ავტორი: ვალერი გორია

უახლესი

სხვა ამბები

ენერგეტიკულიენერგეტიკული

Send this to a friend