ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს. დახმარება ითვალისწინებს, 2023 წლამდე უკრაინისთვის თვეში მილიარდ ნახევარ ევროს გადაცემას, რაც ჯამში 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. მისი ცნობით, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა მომდევნო თვეებში უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდეს რეგულარული და პროგნოზირებადი დაფინანსება.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხებითა და დაფარული საპროცენტო ხარჯებით დახმარების პაკეტი საკმაოდ შეღავათიანია. ის ასევე უკრაინაში რეფორმების გატარებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას დაუჭერს მხარს.
პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირი უკრაინაში აგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის დახმარება გრძელვადიანი იქნება.