მთავარისაქართველოსასამართლო რეფორმის პაკეტი დეპუტატებმა ბიუროზე წარადგინეს

სასამართლო რეფორმის პაკეტი დეპუტატებმა ბიუროზე წარადგინეს

პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სასამართლო რეფორმის პაკეტი დეპუტატებმა დღეს, 7 ნოემბერს, ბიუროზე წარადგინეს.

სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მიდგომა 12 პუნქტის შესრულებაზე არის ზედაპირული და სასამართლო რეფორმას მმართველი გუნდი არასერიოზულად უდგება.

„ქართული ოცნების“ მიდგომა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით არის ფორმალისტური და ზედაპირული და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – სასამართლო რეფორმა, არის ის საკითხი, რასაც „ქართული ოცნება“ ყველაზე არასერიოზულად უდგება, რადგან მან იცის, რომ ფუნდამენტური ცვლილებები სასამართლო სისტემაში, იგივე კლანის აღმოფხვრა და დამოკიდებულება და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის საკითხი, რომელიც მათ უნარჩუნებს ძალაუფლებას“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.
„სასამართლო რეფორმის პაკეტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, ქართულ სასამართლო სისტემაში ეს არაფერს შეცვლის“, – თქვა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

6 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში, სხვა ცვლილებებთან ერთად, გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე, რაიონული, ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გამწესების წესი. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები აუმჯობესებს სასამართლოს საქმიანობასა და მის ეფექტიანობას, როგორც საქმეთა განხილვის პროცესთან, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ეს საკანონმდებლო ცვლილებები აუმჯობესებს სასამართლოს საქმიანობასა და მის ეფექტიანობას, როგორც საქმეთა განხილვის პროცესთან, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის დაკავშირებით. მთელი რიგი ცვლილებებია, რაც შეიძლება, ოპოზიციას არაფრად მიაჩნია, მაგრამ ეს ცვლილებები არაერთი ადამიანის მომავალზე აისახება“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე უკვე წლებია მიუთითებენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად არაერთი კრიტიკისა, 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს როგორც კლანური მმართველობის გაძლიერება და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეშლა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend