მთავარიმსოფლიონიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ნიდერლანდებში მასშტაბური საჰაერო-სადესანტო წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც ოთხი ქვეყნის ნიდერლანდების, გერმანიის, პოლონეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ.

სამხედრო წვრთნები ნიდერლანდების სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალები ერთად ვარჯიშობენ ფართომასშტაბიანი საჰაერო სადესანტო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად.

საჰაერო-სადესანტო ბრიგადის უფროსი, კას შრეურსი ამბობს, რომ ძალიან რთულია როდესაც მუშაობ ოთხ ქვეყანასთან ერთად, რომლებიც განსხვავებული ტიპის ვერტმფრენებით დაფრინავენ და საჭიროა ამ ყველაფრის სიქრონიზაცია. მისი თქმით, საფრთხე თებერვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა და ისინი ამას ამას მუდმივად აცნობიერებენ.

ერთობლივ წვრთნებში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 37 ვერტმფრენი მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაციით წვრთნები 3 კვირას გასტანს.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend