მთავარი ევროპა რუსეთი კოსტრომაში 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კოსტრომაში 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, კლუბ „პოლიგონში” ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს, 7 ნოემბერს გლოვის დღედ გამოცხადდა.

შაბათს კლუბში მომხდარი ინციდენტს ცამეტი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა დაშავდა. შემთხვევის შემდეგ, კოსტრომის მოსახლეობამ გასართობი კომპლექსის დამწვარ შენობასთან ყვავილები მიიტანეს.

ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, წინასწარი მონაცემებით, წინ უძღოდა ჩხუბი სტუმრებს შორის. ხანძრის შემდეგ, შენობაში მყოფი 200 ადამიანის ევაკუაციის დროს ჭყლეტაში მოხდა.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე კონფლიქტში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღიძრა. სამართალდამცელების თქმით, დაკავებულია ერთ-ერთი პირი, რომლის გასროლის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

სასამართლომ ასევე გასცა ღამის კლუბის მმართველი კომპანიის დირექტორის დაკავების ბრძანება.

უახლესი

სხვა ამბები

კოსტრომაშიკოსტრომაში

Send this to a friend