მთავარიევროპაუკრაინადუმილის 397 წუთი - ფილმი უკრაინაში დაღუპული 397 ბავშვისთვის

დუმილის 397 წუთი – ფილმი უკრაინაში დაღუპული 397 ბავშვისთვის

სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკრაინაში დაღუპული ბავშვებისთვის პატივის მისაგებად  ფილმი – სახელწოდებით тиша – ანუ, „დუმილი“ გადაიღო.

ფილმი 397 წუთს გრძელდება. თითო წუთი თითო გარდაცვლილ ბავშვს ეკუთვნის და ასე გრძელდება წუთიერი დუმილი 6 საათნახევრის განმავლობაში.

2022 წლის 17 ოქტომბის გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, დაიღუპა 397 ბავშვი და დაშავდა 723.

„ახლა რუსეთი ცდილობს, წაშალოს უკრაინა მომავალი ისტორიის წიგნებიდან. დამარხოს არა მხოლოდ უკრაინის კულტურა, არამედ – მომავალიც. მათი ბავშვები… ახლა, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგოთ თითოეულ ბავშვს, რომელიც პუტინის ომში დაიღუპა. კინოთეატრის დატოვება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ იცოდეთ, წასვლის პრივილეგია, უკრაინელ ბავშვებს არ აქვთ“, – ფილმი, თეთრზე შავად დაწერილი 3 წინადადებით იწყება.

„შენ წინ არის ეს თეთრი ეკრანი და ყოველ წუთს გესმის ზარის რეკვის ხმა. რეკავს, რეკავს და შენ ვერაფერს აკეთებ. ზიხარ, ფიქრობ, და მოდის უამრავი შეკითხვა, რომელზე პასუხიც არ გაქვს“, – ამბობს მსახიობი კატერინა კისტენ.

სტოკჰოლმში, „ნორმალმსთორის“ მოედანზე „დუმილის“ ჩვენება 3 საათზე დაიწყება და ღამის 10 საათზე დასრულდება.

„უკრაინა გეოგრაფიულად შვედეთთან საკმაოდ ახლოს არის, ამიტომ ჩვენ ვიგრძენით, რომ მშვიდი მანიფესტაცია უნდა გაგვეკეთებინა. ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ფილმი ბავშვებზე და სწორედ ესაა მთავარი. მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა დარბაზში ვზივარ, ვფიქრობ, რომ ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება სამყაროს დამართნოდა, ჩვენ ბავშვებს მხრებზე დავადეთ. მათ არაფერი იცოდნენ. ისინი უბრალოდ ცხოვრებას იწყებდნენ. ისინი მხრებზე ასეთ სიმძიმეს ვერ მოერეოდნენ“, – ამბობს სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალის რეჟისორი გიტ შეინიუსი.

ფილმის ერთ-ერთ ნაწილში რეჟისორი უკრაინელი გოგონას შესახებ ჰყვება:

“სამშაბათი იყო, როდესაც მას ბუშტი ბოლოჯერ ეჭირა. მან და მამამისმა მაღაზიასთან ჩაიარეს, სადაც კაცი ყველანაირი ფერის ბუშტებს ყიდდა. მან დიდი მწვანე ბუშტი აირჩია. მწვანე მისი საყვარელი ფერი იყო.

ძმასთან გუშინ ღამით ბოლოჯერ იჩხუბა. კომპიუტერზე არ ათამაშა და მან თავის ძმას თმები აუჩეჩა. ჩხუბი მანამ არ შეწყდა, ვიდრე მათი უფროსი, 14 წლის და არ ჩაერია.

დღეს დილით მან ტანსაცმელი უკანასკნელად შეარჩია. დინოზავრის პრინტიანი პერანგი აირჩია და წითელი ქუდი მოირგო, რომელიც ლურჯის მსგავსად ქავილს არ იწვევდა და რბილი იყო. უკანასკნელად სადილის წინ ამოისუნთქა. საკლასო ოთახში თავის საყვარელ ადგილას იჯდა. ფანჯარასთან, სულ მარჯვნივ, იქ, საიდანაც მთელი პარკი ჩანდა… და დღეს მუქი ნაცრისფერი თვითმფრინავებიც.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend