მთავარი ევროპა უკრაინა „თავისუფლება ცეცხლში“- დოკუმენტური ფილმი უკრაინის ომზე

„თავისუფლება ცეცხლში“- დოკუმენტური ფილმი უკრაინის ომზე

ევგენი აფინეევსკის ახალი დოკუმენტური ფილმი „თავისუფლება ცეცხლში“ უკრაინის ომის ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

რეჟისორი, რომლის დოკუმენტური ფილმი მაიდანის შესახებ „ზამთარი ცეცხლში“ ოსკარზე იყო ნომინირებული, 40-ზე მეტ ოპერატორთან მუშაობდა. მან 100-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა, რათა საზოგადოებისთვის უფრო ახლოდან ეჩვენებინა, თუ როგორია ომის პირობებში ცხოვრება.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს როდესაც ზოგი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერაზე თავს იკავებს, მან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1956 წლის რევოლუცია და სხვა ისტორიულ მოვლენები გაიხსენა.

„ყველა გაკვეთილი უნდა გავიხსენოთ. მჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მთავრობაში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ; რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან იმ მოქალაქეების სიცოცხლეს, რომლებმაც მათ ხმა მისცეს“, – მიიჩნევს ფილმის რეჟისორი ევგენი აფინეევსკი.

დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია ჰანა იურკინა, რომელმაც 60 დღეზე მეტი კატაკომბებში გაატარა. ის მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნის სარდაფს ჩვილ შვილთან ერთად აფარებდა თავს. მისი მეუღლე კი სამხედრო ტყვეა. უკვე თვეებია მის შესახებ არაფერი სმენია.

„რაღაც მომენტში აზოვსტალიდან წასვლა გადავწყვიტე. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემი ქმარი ისევ იქ იყო. მე ვალდებული ვარ, რომ ის დავაბრუნო. უნდა დავაბრუნო სხვა დატყვევებული სამხედროებიც, რომლებმაც ჩემი შვილისა და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს”, – ამბობს ჰანა იურკინა.

ფილმის „თავისუფლება ცეცხლში“ გადაღება სულ რაღაც ექვს თვეში დასრულდა. რეჟისორს სურდა, საზოგადოების ყურადღება ისევ გადაეტანა უკრაინის ომზე, რომლის მიმართ ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა იკლებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend