დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გერმანიაში შეიკრიბნენ.
მათი მიზანი ისეთი გეგმის შემუშავებაა, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის ზამთარი გაუსაძლისი არ გახდეს.
რუსეთი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას. მინისტრები შეშფოთებული არიან ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისა და საკვების დეფიციტის გამო.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ოკუპაციას. რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით, არ აქვს შესაძლებლობა, ბრძოლის ველზე მოიპოვოს გამარჯვება, ამიტომ ისინი სისტემატურად ანადგურებენ ქვეყანას. მილიონობით უკრაინელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჯოზეფ ბორელს მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედება ომის დანაშაულია.
უკრაინის ჯარი წინ მიიწევს, თუმცა ქვეყნის ჩრდილო და სამხრეთ აღმოსავლეთ ფრონტებზე ბევრი პრობლემა აქვთ. მათ წინ მკაცრი ზამთარიც ელით.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათიშულია ქსელები და 4.5 მილიონ მომხმარებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თუმცა შეიარაღებულ ძალებს კვლავ საბრძოლო განწყობა აქვთ, რადგან ხერსონში რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქალაქს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.