სულ რამდენიმე დღეში, 15 ნოემბერს, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი. შობადობა ყველა ქვეყანაში განსხვავდება. ზოგ ქვეყანაში იზრდება, ზოგში კი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა მცირდება. კარგია თუ არა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ამ საკითხზე საზოგადოების აზრი ორად იყოფა.
როგორ შევქმნათ ისეთი სამყარო, რომელშიც 8 მილიარდი ადამიანი შეძლებს განვითარებას – 15 ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმისკენ გვიბიძგებს გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც ამბობს, რომ სულ რამდენიმე დღეში დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს.
მსოფლიოში მოსახლეობის ზრდა კაცობრიობის მიღწევების დასტურია. ჩვილთა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი დღეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე – ადრე, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. ეს კი რაც მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის განვითარების დამსახურებაა. ასევე ქვეყნების უმეტესობა უფრო მეტ დროს უთმობს
მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 1950 წელს დედამიწაზე 2 მილიარდი ადამიანი იყო, 2050 წელს კი ეს რიცხვი სავარაუდოდ 10 მილიარდს მიაღწევს.
მსოფლიოს მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის არის: კლიმატის ცვლილება, მიმდინარე კონფლიქტები, არათანაბარი პირობები, გენდერული დისკრიმინაცია თუ სხვა. სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად განსხვავდება ქვეყნებსა თუ კონტინენტებს შორის, რაც არათანაბარ ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებლობებსა და ჯანმრთელობაზე მიუთითებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში 700 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ექსტრემალურ პირობებში. გაეროს მოსახლეობის ფონდში კი აცხადებენ, რომ 15 ნოემბერს უნდა ვიზეიმოთ და თან იმაზე ვიფიქროთ, დედამიწას 8 მილიარდი ადამიანისთვის იდეალურ პლანეტად როგორ გარდავქმნით.