მთავარი ამერიკა აშშ თეთრი სახლი რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს

თეთრი სახლი რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს

თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთის იმ განცხადებებით, რომელიც ბირთვულ იარაღს უკავშირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ იმატებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.

აშშ-ს სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა განიხილეს თუ როგორ და როდის შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება გამართლებული იქნება, თუ ბირთვულ იარაღს “ატომური ომის პრევენციის” მიზნითა და აგრესიის საპასუხოდ გამოიყენებს. ამ ნაბიჯით ის სახელმწიფოს საფრთხეს ააცილებს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის აზრით, ეს უპასუხისმგებლო განცხადებებია.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ასეთი იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. თუმცა, ეს განცხადებები ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. ის, როგორც პუტინი საუბრობს ძალზედ უპასუხისმგებლოა. თუმცა, ასევე უპასუხისმგებლო იქნება, თუ ჩვენ ამ თუ სხვა ნებისმიერ მინიშნებას სერიოზულად არ მივუდგებით”, – ამბობს ჯონ კირბი.

ბრძოლის ველზე რუსეთის დანაკარგები იზრდება, შესაბამისად იმატებს რუსეთისგან მომავალი ბირთვული საფრთხეებიც. მოსკოვი კი დასავლეთს საკითხის მიზანმიმართულად ესკალაციაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend