ირანში კვლავ გრძელდება პროტესტი. მომიტინგეები საზოგადოებას უფრო მეტი საპროტესტო აქციების გამართვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. ქურთებით დასახლებულ ქალაქ სანანდაჯში აქციის მონაწილეები დიქტატურის დასრულებას მოითხოვენ. ირანს აკრიტიკებენ, რომ სათანადოდ ვერ უმკლავდება ქვეყანაში შექმნილ არეულობას. ირანის ელჩი გაეროში ბრალდებებს უარყოფს.
ამირ საიდ ჯალილი, ირანის ელჩი გაეროში, ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება აღიარებულია ირანის კონსტიტუციით. მისი თქმით, მთავრობა იცავს ამ ღირებულებებს და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ისარგებლონ ამ უფლებებით.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე 6 კვირაა გრძელდება. პროტესტი პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად გამოყენებისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებას მოჰყვა. ანტისამთავრობო აქციების გამართვის გამო დაპატიმრებულია 1000-ზე მეტი მოქალაქე. ამავდროულად, უსაფრთხოების ძალებს 280 მოქალაქის, მათ შორის 45 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებენ.