მთავარიკუბიევროპაში ციფრული ბაზრის შესახებ კანონი ამოქმედდა

ევროპაში ციფრული ბაზრის შესახებ კანონი ამოქმედდა

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდა კანონი ციფრული ბაზრის შესახებ, რომელიც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს აიძულებს, შეცვალონ პოლიტიკა კონკურენტ კომპანიებთან მიმართებით.

კანონმდებლები განმარტავენ, რომ თუ მომხმარებელს აქვს აიფონი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადმოწეროს აპლიკაცია, არა მხოლოდ ეფლის ონლაინ მაღაზიიდან, არამედ სხვა ინტერნეტ მაღაზიიდანაც.

ამასთანავე, კანონში საუბარია იმის შესახებ, რომ მესენჯერ აპლიკაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გზავნილი სხვა, კონკურენციაში მყოფ მესენჯერ-აპლიკაციიდან.

მაგალითად, თუ ვინმე იყენებს ტელეგრამს ან სიგნალს, მან უნდა შეძლოს დაუკავშირდეს სხვას ვოტს აპში, ან პირიქით.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, მსხვილი ტექკომპანიები ვალდებულები არ იქნებიან უმალვე უზრუნველყონ ფუნქცია და აპლიკაციები ერთმანეთთან დააკავშირონ.

გეგმის მიხედვით, აუდიო და ვიდეო კავშირები ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ აპლიკაციებს შორის ამოქმედდება სავარაუდოდ, სულ მცირე 4 წლის შემდეგ.

ასევე, კანონი კრძალავს უპირატესობა მიენიჭოს კომპანიის სერვისებს. მაგალითად, გუგლი ვეღარ შეძლებს, ჩატვირთოს თავისი საძიებო სისტემა ავტომატურად მომხმარებლის ნებართვის გარეშე.

ევროპელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ ეს კანონი განაახლებს ციფრული ბაზრის წესებს, გაზრდის უამრავი მომხმარებლის არჩევანის არეალს და დაასრულებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მრავალწლიან მონოპოლიას.

კანონი ძალაში შევიდა 1 ნოემბრიდან, მაგრამ ტექნოლოგიური პლატფორმები არ არიან ვალდებულები, რომ ამ კანონის შესრულება დღეიდან დაიწყონ.

ჯერ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი კომპანიებია საკმარისად მსხვილი მოთამაშე ბაზარზე.

ამ კომპანიებს სია არ გამოქვეყნდება შემდეგი წლის მაისამდე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ კომპანიებს მიეცემათ 6 თვე, იმისათვის, თავიანთი პლატფორმა კანონის შესაბამისად ამუშაონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend