მთავარი საქართველო ითხვისში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი ბუნდოვანი რჩება - სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება

ითხვისში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი ბუნდოვანი რჩება – სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება

რას ნიშნავს სახელმწიფო კომისიის დასკვნა ჭიათურის სოფელ ითხვისისთვის და მანგანუმის მოპოვებით დაზარალებული სხვა სოფლებისთვის – სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ დღეს, პირველ ნოემბერს, თბილისში სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათ სახელმწიფო კომისიის მიერ ითხვისის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე შეფასება მოამზადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მიწის ჩაქცევიდან 7 თვის შემდეგაც ბუნდოვანი რჩება პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი.

გაურკვეველია ასევე რა სტანდარტებით, წესებით და რა ვადებში მოხდება დაზრალებულების განსახლება.

„ჩვენი შეფასებით, პირველ რიგში, კომისიამ მაინც ბუნდოვანი დატოვა კატეგორიები, რა კატეგორიებითაც მან გამოჰყო გარვკეული ოჯახები. ვიცით, რომ 106 ოჯახი დასახელდა დაზარალებულთა შორის, რაც სიახლე იყო, პირველ ეტაპზე თქვეს, რომ ეს მხოლოდ 20 ოჯახს ეხებოდა და თუ ასეთი მასშტაბურია დაზიანება, ისმის კითხვები – რა ბედი ეწევა სოფელს, მთლიან უბანს“, – განაცხადა  „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თათული ჭუბაბრიამ.

„რაც ხდება ითხვისთან მიმართებით როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის უპასუხისმგებლობის კალსიკური მაგალითი. თავიდანვე სახელმწიფო ცდილობდა იმას, რომ ეს ყველაფერი დაებრალებინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევდა“, – აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

„მიგვაჩნია, ადგილზე უნდა მიმდინარეობდეს დამატებითი კვლევები და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, იკვლევვდეს სსხვა მოსახლეებისთვის არსებულ საფრთხეს, სამწუხაროდ, მსგავსს ადგილი არ აქვს“, – თქვა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, ნინო გუჯარაიძემ.

2022 წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლების ჩაქცევის შემდეგ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც ამ პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და „სტიქიის“ არეალში მოქცეული მოსახლეობის იდენტიფიცირება დაევალა.

„კომისია უნდა მოვიდეს ჩვენთან და რის საფუძველზე თქვა, რომ არ მუშაობს მაღარო, როცა მილიონი დოკუმენტაცია არსებობს, რომ ახლაც მუშაობენ“, – თქვა ითხვისის მაცხოვრებელმა, ზურაბ გოგატიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებებენ, რომ ეკოლოგიური ვითარებისა და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული მდგომაროება შეფასდეს და შესაბამისმა უწყებებმა იმსჯელონ, რამდენად არის შესაძლებელი, მომდევნო წლებში სოფლის ან მისი ნაწილის შენარჩუნება საცხოვრებლად უსაფრთხო ზონად.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend