მთავარი ევროპა ისლანდია ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა და კრიმინალური ფანტასტიკის მოყვარულმა კატრინ იაკობსდოუტირმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა.

თრილერი „რეიკიავიკი“ მან ცნობილ ისლანდიელ მწერალთან, რაგნარ იონასონთან ერთად დაწერა. მათ ნოველის შექმნა კორონავირუსის პანდემიის დროს გადაწყვიტეს. თითქოს წარმოუდგენელია, მთავრობის მეთაურს ნოველის დასაწერად დრო რომ ჰქონდეს, თუმცა ისლანდიაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ამ ქვეყნაში  მწერლობის  ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. როგორც ჩანს, ყოველ მეათე ისლანდიელს ერთი წიგნი მაინც აქვს გამოცემული.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოუტირი ბავშვობიდან  კითხულობდა კრიმინალურ ფანტასტიკას, ის თითქოს მისი ნაწილი გახდა. პრემიერ-მინისტრის აზრით, ყველა პოლიტიკოსს სჭირდება რაღაც, რითიც ცოტა ხნით მაინც მოსწყდება პოლიტიკას.  მისთვის  კრიმინალურ მხატვრულ ლიტერატურას თერაპიული ეფექტი აქვს. ამ ნაწარმოებებში მთავარი დანაშაულის გამოძიება და სამართლის პოვნაა. ამ წიგნების კითხვა სულიერად ამშვიდებს კატრინს.

„რეიკიავიკი“ მოგვითხრობს ისტორიას გოგონას შესახებ, რომელიც 30 წლის წინ  უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. ადგილობრივი ჟურნალისტი საქმის გამოძიებას 1986 წლის მოვლენებთან მიჰყავს, როდესაც რეიკიავიკში რონალდ რეიაგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

ცნობილი ტელეწამყვანი ეგილ ჰელგასონი ამბობს, რომ  პრემიერ-მინისტრის ახალი წიგნი სასიამოვნო წასაკითხია. იგი მას აგათა კრისტისა და იმ მწერლებს ადარებს, რომელთა ნაწარმოებებში  არ არის ზედმეტი ძალადობა. თრილერი „რეიკიავიკი“ 25 ოქტომბერს გამოსცეს და ის უკვე ბესტსელერთა სიაში მოწინავე ადგილზეა. ბოლო ინფორმაციით, წიგნის რამდენიმე ენაზე თარგმნაც იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend