მთავარიმსოფლიოაფრიკაევროკავშირმა მოზამბიკს 148 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა მოზამბიკს 148 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუში ექვს ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებების მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის 148 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი.

დოკუმენტებს ხელი მოეწერა აფრიკის, კარიბის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისა და ევროკავშირის გაერთიანებული საპარლამენტო ასამბლეის გახსნის დღეს. ასამბლეა ევროპარლამენტარებთან ერთად 79 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ხელშეკრულებების მიზანია, მოზამბიკს ხელი შეუწყოს „მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ ვიცით, რომ რთული გამოწვევების წინაშე ვართ. ევროპარლამენტში ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა შემდგარიყო. ჩვენთვის მისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული პრინციპები და ღირებულებები მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული და მჯერა, რომ შემდგომი ნაბიჯებიც მალე გადაიდგმება“, – განაცხადა გაერთიანებული საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, კარლოს ზორინიო.

ევროკავშირის დაფინანსება განათლებას, წყლის სისტემის გამართვას, სანიტარიულ პროექტებსა და ენერგოეფექტურობას უნდა მოხმარდეს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი უსაფრთხოების რეფორმებია. ექსტრემისტული ჯგუფების გამო მოზამბიკის ჩრდილოეთ რეგიონ კაბუ-დელგადუში 2017 წლიდან არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend